воскресенье, 15 мая 2016 г.

დღევანდელ მე-8 სესიაზე ვისაუბრეთ დიფერენციაციაზე; ფასილიტაციასა და მენეჯმენტზე. ამ  მოცემული რესურცებიდან გადმოვწერეთ , დავამუშავეთ, მოვარგეთ ჩვენს პროექტს  და ჩავაგდეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.  ეს  მოსწავლეს  დაეხმარება  გეგმის სწორად და მიზანმიმართულად  დაგეგმვა -წარმართვაში.
ვნახეთ ფასილიტაციის მეთოდები და მოვარგეთ ჩვენსას. დღევანდელი დღე იყო შრომატევადი და ნაყოფიერი.

воскресенье, 8 мая 2016 г.

დღევანდელ სესიაზე ვიმუშავეთ ჩემი პროექტის მიხედვით მოსწავლეებისათვის გასანაწილეებელ აქტივობებზე. შევასრულეთ მოსწავლეების მიერ შესასრულებელი  ნამუშევრები. კონკრეტულად შევქმენით პრეზენტაცია ბლოგზე. მოვიძიე ბმულები და მასალები. დავიცავი საავტორო უფლებები. მოსწავლის ნამუშევარზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა თუ რამდენად სწორად და ბევრად მოსწავლისთვის მისაწვდომი მეთოდით მივაჭოდო დავალებები.

სვეტიცხოველი გუშინ და დღეს

суббота, 7 мая 2016 г.

დღეს  ვისწავლეთ პრეზენტაციის აწყობა. შევქმენით ბლოგი და ავტვირთეთ მასალა. აგრეთვე ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა და გვერდების შექმნა. გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.